უეფას ერთა ლიგაზე ჯაბა კანკავას გოლი გამოარჩიეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლატვიას მართლაც დიდებული გოლი გაუტანა და გასაკვირი იქნებოდა, უეფას უყურადღებოდ რომ დაეტოვებინა.
ჯაბასთან ერთად, მესამე-მეოთხე ტურის საუკეთესოებში რაჰიმ სტერლინგის, მილოტ რაშიცას, ალფრედ ფინბოგასონისა და როლანდას ბარავიკასის გოლებიც მოხვდა.
აქვე შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის პირველ თვეში (სექტემბერში) გიორგი ჩაკვეტაძის გოლი მოხვდა რჩეულთა შორის (ყაზახეთის ნაკრებთან გატანილი).