ფეხბურთი

0:30 | 20.10.2018 | ნანახია NaN - ჯერ

სარი: "აზარს "ოქროს ბურთის" მოსაგებად ესპანეთში გადასვლა არ სჭირდება"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ედენ აზარს „ჩელსიში“ დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბელგიელს „ოქროს ბურთის“ მოგება ესპანეთში გადაბარგების გარეშეც შეუძლია.

„ჩვენთვის აზარი მხოლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე არაა. არამედ, გადამწყვეტი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან დარჩეს. ვფიქრობ, მას არ სჭირდება ესპანეთში წასვლა იმისთვის, რომ „ოქროს ბურთი“ მოიგოს.

მაგალითად, თუ მომდევნო წელს „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხოლო ბელგია ევროპის ჩემპიონატს, ედენს შანსი ექნება, რომ „ოქროს ბურთი“ მოიგოს ესპანეთში გადასვლის გარეშე“, - აღნიშნა სარიმ.

შეგახსენებთ, ბოლო დროს აზარს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ და თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ „სამეფო კლუბში“ თამაშზე ოცნებობს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:29 | 26.08.2021
dinamo222 (8587)

კორეაში კარგია გოლებს რომ იტანს მაგრამ თუ ასეთ ფორმაშია მინუმუმ 3 გოლი უნდა გაიტანოს ნაკრების ამ 3 თამაშში !

14:06 | 26.08.2021
დიდგორელი (329)

წარმატებები ვაკო!

დაუმტკიცე ყველას და პირველ რიგში შენ თავს რომ მეტი შეგიძლია!
გისურვებ ბევრად უკეთეს ლიგაში გადასვლას მალე!

0.066793