ფეხბურთი

23:40 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინმა შესაძლოა "ბარნლისთან" ითამაშოს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა "ბარნლისთან" შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. როგორც "ქალაქელთა" დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბელგიელი განაცხადში იქნება, თუმცა დარწმუნებული არაა ითამაშებს თუ არა.

"არ ვიცი 90 წუთი ითამაშებს თუ არა. დე ბრუინი ბოლო ორი კვირის განმავლობაში კარგად ვარჯიშობდა, ტკივილიც აღარ აწუხებს და მზადაა გუნდს დაეხმაროს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

კევინმა 15 აგვისტოს ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და სამთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაეარა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მკურნალობა კარგად წარიმართა. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. "მანჩესტერ სიტის" და "ბარნლის" შეხვედრა 20 ოქტომბერს გაიმართება.

0.118125