ფეხბურთი

19:31 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა სკანდალში გაეხვა. Mediapart-ის ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდი ადამიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. როგორც გამოცემა იტყობინება, ფრანგმა ყოფილი აგენტის ლეო დ’სოუზას გატაცება სცადა, მიზეზი კი ფული გახდა.

საქმე ეხება 50 ათას ევროს, რომელიც კარიმმა და მისმა ექსაგენტმა ვერ გაინაწილეს. შედეგად, დ’სოუზა მას გატაცების მცდელობისთვის სასამართლოში უჩივლებს.

თავის მხრივ, ფეხბურთელი სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ განცხადებას და ბრალდებებს უარყოფს:

„ეს სამყარო სერიოზულია? ეს უნდა შეწყდეს“, - დაწერა ბენზემამ ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა 2015 წელს მატიე ვალბუენას შანტაჟშიც ამხილეს, რის გამოც საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს.

0.111892