ჭიდაობა

18:53 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხვალიდან, ბუდაპეშტში...

ხვალ, 20 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. პირველები ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 61-74-86-125 კგ. კატეგორიის ფალავნები გავლენ, რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით პირველები ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ.), ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) იჭიდავებენ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციის, შედეგებისა და ბადეების ლინკი https://unitedworldwrestling.org/event/world-championships-33?tab=results

ბექა ლომთაძე 61 კგ. – დაიბადა 1991 წლის 23 ნოემბერს (ქუთაისი)

ევროპის ვიცე-ჩემპიონი 2018

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 2016
ევროპის ერთა თასის გამარჯვებული 2016
ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი 2015
ბალავაძე-კარტოზიას თბილისის გრან-პრის 2-გზის გამარჯვებული 2017-2018
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი

ავთანდილ კენჭაძე 74 კგ. – დაიბადა 1995 წლის 22 დეკემბერს (ამბროლაური)
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი 23-წლამდელთა შორის (2017, 2018)
ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის (2017)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ახალგაზრდებს შორის (2015)
ციალკოვსკის (პოლონეთი) და სტეპან სარგსიანის (სომხეთი) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული (2018, 2017)
პარიზის და ბაქოს გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი (2016)
საქართველოს ჩემპიონი

სანდრო ამინაშვილი 86 კგ. – დაიბადა 1992 წლის 21 თებერვალს (თბილისი)
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2015)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2018)
ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2015)
საქართველოს ჩემპიონი
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე

გენო პეტრიაშვილი 125 კგ. – დაიბადა 1994 წლის 1 აპრილს (გორი)
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2016)
მსოფლიოს ჩემპიონი (2017) და ორგზის მესამე პრიზიორი (2013, 2015)
ევროპის ჩემპიონი (2016), ვერცხლის (2017) და ბრინჯაოს პრიზიორი (2013)
პირველი ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი (2015)
ბალავაძე-კარტოზიას, დან კოლოვის (ბულგარეთი), პარიზის და ბაქოს გრან-პრის, ალექსანდრ მედვედის (ბელარუსი), ციალკოვსკის, ოლიმპიას (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2017)
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი
23-წლამდელთა შორის მსოფლიოს (2017) და ევროპის ორგზის (2016, 2017) ჩემპიონი
ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა (2013) და ევროპის ორგზის ჩემპიონი (2013, 2014), მსოფლიოს (2012) და ევროპის (2011) პრიზიორი
ჭაბუკებს შორის ევროპის (2011) ჩემპიონი და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი (2011)
ღირსების ორდენის კავალერი

0.592771