ფეხბურთი

19:20 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხულენ ლოპეტეგი: "ჭორების არ მეშინია"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი დარწმუნებულია, რომ ესპანურ გრანდში მუშაობას გააგრძელებს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გავრცელებული ჭორები არ აშინებს.

„ხელმძღვანელობისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. შესაბამისად, მშვიდად ვარ და მხოლოდ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული.

ჭორებზე არა, მაგრამ „ლევანტეზე“ კი ვფიქრობ. გავრცელებულ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან ეს ხვალინდელი მატჩის მოგებაში ვერ დაგვეხმარება. კარგად ვარ ნამდვილად. „რეალის“ მწვრთნელი, იმ „რეალის“, რომლისგან დიდი მოლოდინია. ჩვენ ყველა ტურნირის მოსაგებად ვიბრძვით და მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ლოპეტეგიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ლა ლიგაში 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და უკანასკნელ 4 თამაშში გოლი არ გაუტანია. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სამეფო კლუბი“ ანტონიო კონტეს ეპატიჟებოდა.

„რეალი“ ლა ლიგის მეცხრე ტურში 15 ოქტომბერს, „ლევანტეს“ უმასპინძლებს.

0.117679