ფეხბურთი

16:45 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "კალაძე სრულყოფილი იყო"

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი წარსულს იხსენებს და ყოფილი შეგირდის, კახა კალაძის შესახებ საუბრობს. იტალიელი ალესანდრო ალჩატოს წიგნის, „დემონების“ პრეზენტაციას დაესწრო და სწორედ იქ გაიხსენა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი.

ანჩელოტის თქმით, კალაძე თავის ძმაზე, ლევანზე ფიქრობდა, რომლის შესახებ 5 წელი არაფერი იცოდა, მაგრამ პროფესიონალიზმს ავლენდა და „მილანის“ გამარჯვებებში წვლილიც შეიტანა:

„კალაძის ამბავი ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული იყო იმ წლების განმავლობაში, „მილანში“. ის ყოველთვის გვაჩვენებდა, რომ ღირსეული, პროფესიონალი და სრულყოფილი გახლდათ. ლევანზე ფიქრობდა, მაგრამ ჩვენთან თამაშობდა და მნიშვნელოვანი ტურნირები მოიგო.

როდესაც კახამ გაიგო, რომ მისი ძმა გარდაცვლილი იყო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბაიერნთან“ მნიშვნელოვანი თამაშისთვის ვემზადებოდით. ვფიქრობდით, რომ ვერ ითამაშებდა, მაგრამ ის დარწმუნებული იყო და არჩია, რომ ჩვენთან დარჩენილიყო“, - გაიხსენა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ აკახა კალაძე „მილანში“ 2001-2010 წლებში თამაშობდა, ხოლო ანჩელოტი „როსონერის“ 2001-2009 წლებში თავკაცობდა.

სტატისტიკა
0.238688