ძიუდო

14:12 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის ოქრო ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე

ქართველი ძიუდოისტი ალექსი დავითაშვილი (100 კგ.) ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მექსიკის ქალაქ კანკუნში გამართულ ტურნირზე, მძიმეწონოსან ქართველ ძიუდოისტს ოქროს მოსაპოვებლად 3 გამარჯვების მოპოვება დასჭირდა.

დავითაშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი რიკარდო ალმეიდა 16 წამში დააიპონა, ნახევარფინალში რუს ანდრეი ბოტიკოვს 55 წამში 3 შიდო მიაღებინა, ფინალში კი პოლონელი მარეკ გლოდეკი იპონზე 1:48 წუთში დააგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11258