მახაჭყალის „ანჟის“ მეკარე იური დიუპინი, ჟურნალისტებს კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემეზე ესაუბრა.
„რა უნდა ვქნა. ვცხოვრობ როგოც შემიძლია. საფეხბურთო კარიერა ძალიან სწრაფმავალია და რაღაც ქონების დავგროვება ხომ უნდა მოასწრო. „ყუბანში“ თამაშისას სახლის მშენებლობა დავიწყე, მაგრამ ახლა გავჩერდი.
„ყუბანს“ გასული სეზონის ხუთი თვის ფული აქვს მოსაცემი. „ანჟიში“ გადმოსვლის შემდეგ კი ხელფასი ჯერ არ ამიღია. არადა, უკვე რვა თვე გავიდა. როგორ ვცხოვრობ? რაღაც დანაზოგი მქონდა. მეგობრებისგანაც ვსესხულობ.” - უთხრა დიუპინმა championat.com-ს.
მართლაც დრონი მეფობენო. 7-8 წლის წინათ „ანჟიში“ მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობდნენ. კლუბი მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის საკუთრება იყო და სეზონში დაახლოებით 50 მილიონ დოლარს ხარჯავდა. ახლა კი...
მაგრამ „ყუბანსაც“ რომ მისაცემი ჰქონია მისთვის ფული. ვითომ ასე გაღარიბდა რუსული პრემიერლიგა?