ფეხბურთი

12:50 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბიელსამ მშობლიურ კლუბს 2,5 მილიონი ევრო შესწირა

ინგლისური „ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ მშობლიურ კლუბ „ნიუელზ ოლდ ბოიზს“ 2,5 მილიონი ევრო გადაურიცხა, რომელიც საწვრთნელი ბაზის აშენებას მოხმარდება. თუმცა, თავად სპეციალისტი ამ თანხას საჩუქარს არ უწოდებს.

„ეს ჩემი კლუბია. აქ ჩამოვყალიბდი პიროვნებად. მაგრამ ეს საჩუქარი არ არის. უბრალოდ, ვალი დავუბრუნე. არადა, ეს გაცილებით ცოტაა იმასთან შედარებით, რაც მათ მომცეს თავის დროზე.“ - უთხრა ბიელსამ ВВС-ს.

0.116831