კალათბურთი

11:51 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმსმა პირველი ოფიციალური შეხვედრა წააგო, „მაიამიმ“ ბოლო წამზე მოიგო

ლებრონ ჯეიმსმა „ლეიკერსის“ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა წააგო. „პორტლენდმა“ შინ „ლეიკერსს“ 128:119 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც პორტლენდელებმა 35:28 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა დემიენ ლილარდმა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 26 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

„ფილადელფიამ“ საკუთარ დარბაზში „ჩიკაგო“ 127:108 დაამარცხა. პენსილვანიელებმა მეორე და მესამე პერიოდი ჯამში 19 ქულით მოიგო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. სეზონის პირველი სამმაგი დუბლი ბენ სიმონსმა შეასრულა,- 13 ქულა, 13 მოხნა, 11 პასი. ჯოელ ემბიდიმ 30 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. „ჩიკაგოში“ ზაკ ლავინი 30 ქულით გამოირჩა.

„ვაშინგტონი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე „ვაშინგტონი“ 112:1111-ს იგებდა. ბოლო წამებზე დუეინ უედმა ორქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა, იქვე „მაიამის“ ფორვარდი ოლინიკი აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მოხდა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. „მაიამიში“ 28 ქულით რიჩარდსონი გამოირჩა. ჯონ უოლმა 26 ქულა ჩააგდო.

„ფილადელფია“ – „ჩიკაგო“ 127:108 (38:41, 27:17, 37:18, 25:32)(VIDEO)

„ვაშინგტონი“ – „მაიმი“ 112:113 (25:24, 34:34, 30:27, 23:28)(VIDEO)

„პორტლენდი“ – „ლეიკერსი“ 128:119 (34:31, 31:32, 28:28, 35:28)(VIDEO)

0.119428