ფეხბურთი

11:20 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ჯანოს მაისურა უსახსოვრა

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ საკუთარ ინსტაგრამში მაისურის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მას „პარი სენ ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა, ნეიმარმა აჩუქა.

„საუკეთესო სურვილებით ჯანო“ - წერია მაისურაზე.

შეგახსენებთ, რომ წლეულს მარტში ანანიძემ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციო გახდა. აღდგენის პროცესი ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. ახლა ჯანო მწყობრშია და საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა რამდენიმე წუთი ანდორასთან ერთა ლიგის მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114306