ბუნდესლიგა

9:32 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

Bild: დღეს, შესაძლოა, ვენგერი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს“

დღეს, მიუნხენში, „ბაიერნის“ დირექტორატის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის მმართველთა თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი დაესწრებიან. გამორიცხული არ არის, მათ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაც დაასახელონ. გამოცემის ინფორმაციით, ბავარიელთა მომავალი დამრიგებელი არსენ ვენგერი გახდება.

რამდენიმე დღის წინათ, ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მუშაობას გაისად იანვრიდან დაიწყებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა ლონდონის „არსენალს“ და იქიდან გასული სეზონის დამთავრების შემდეგ წავიდა.

„ბაიერნს“ კი კარგი დროება არ უდგას. 7 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას.“

0.117677