ფეხბურთი

9:04 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ რაშფორდში 74 მილიონს იხდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევმა, მარკუს რაშფორდმა ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა დააინტერესა. The Sun-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი მზადაა 74 მილიონი ევრო გადაიხადოს ინგლისელ ტალანტში.

საქმე ის არის, რომ რაშფორდი „მანჩესტერში“ სრულ სათამაშო დროს ვერ იღებს და ამისდაკვალად, უკმაყოფილოა. ვერც მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ჰქონია დალაგებული ურთიერთობა.

ტაბლოიდის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა დაელაპარაკოს „იუვენტუსს“ 20 წლის თავდამსხმელის გაყიდვის თაობაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125259