ფეხბურთი

21:52 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისის შვილი და 6 ფეხბურთელი სლოვაკეთის ნაკრებიდან მწვრთნელის წასვლის მიზეზი გახდა

სლოვაკეთის ნაკრებში სკანდალია. როგორც გაირკვა მთავარ მწვრთნელ იან კოზაკს პოსტი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ წარუმატებელი შედეგების გამო არ დაუტოვებია. არამედ, ფეხბურთელთა უდისციპლინო მოქმედების გამო.

სლოვაკური მედიის ცნობით, ჩეხეთთან (1:2) წაგების შემდეგ ნაკრების 7 ფეხბურთელი ღამის კლუბში დროის გასატარებლად წავიდა. მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისის შვილია - უმცროსი ვლადიმირ ვაისი.

ვაისთან ერთად მარცხით გამოწვეული მწუხარების გაქარვება გართობით მილან შკრინიარმა, ნორბერტ გიომბერმა, სტანისლავ ლობოტკამ, მარტინ დუბრავკამ, მიხალ სულამ და ლუბომირ შატკამ გადაწყვიტეს.

სწორედ ამიტომ, კოზაკმა პოსტის დატოვება გადაწყვიტა:

„ვერ წარმომიდგენია სლოვაკური ფეხბურთის მომავალი შკრინიარის, ვაისის, ლობოტკასა და დუბრავკას გარეშე, რადგან ისინი სლოვაკეთის ნაკრებს სჭირდებიან. ამიტომ, გადავწყიტე, რომ სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემი მუშაობა დავასრულო“, - თქვა კოზაკმა.

აქვე გეტყვით, რომ იან კოზაკი სლოვაკეთის ნაკრებს 2013 წლიდან წვრთნიდა. თუმცა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდი წარუმატებლად ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის ცნობით, მის მემკვიდრეთა შორის საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისიც დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117212