ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს შემტევი სტივენ ბერგვეინი შესაძლოა ინგლისში სათამაშოდ გადავიდეს. როგორც The Sun-ი იუწყება, ჩემპიონთა ლიგაზე ბერგვეინმა "ინტერის" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და სტივენის თამაშს "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ლივერპულის" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
ბერგვეინი პსვ-ს აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. აღნიშნული კლუბის მაისურით სტივენმა 92 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ნაკრებში 21 წლის შემტევი მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოიძახეს და ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.