ყაზანის „რუბინი“ ევროტურნირებზე ორი წლის განმავლობაში ვერ ითამაშებს. უეფას გადაწყვეტილებით სწორედ ასეთი სასჯელი მიიღო რუსულმა გუნდმა, რომელმაც ფინანსური ფეირ-პლეი მეორედ დაარღვია.
პირველად 2014 წელს და მაშინ ყაზანელები 6 მილიონი ევროს ოდენობით დაჯარიმდნენ. ამჯერად, „რუბინის“ სასჯელი უფრო მკაცრი გამოდგა.
რუსულ გუნდს საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ „რუბინი“ მეხუთე ადგილზე იმყოფება.