საქართველოს 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, რომელსაც პოლონეთის ქალაქი ზამოსცი უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, პოლონურ ფიცარნაგზე კონტინენტის პირველობა 20-27 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების პირველი ჯგუფი შეჯიბრზე დღეს გაემგზავრება. გიორგი დოკვაძე და გოდერძი ბერდელიძე (ორივე - 62 კგ.) პოლონეთში იუნიორთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის – მალხაზ ლომთაძისა და მწვრთნელის – ილია თვალოძის ხელმძღვანელობით წავლენ.
შეგახსენებთ, რომ ლომთაძისა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის მიერ ევროპირველობისთვის შერჩეული სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
20 წლამდე ნაკრები:
გიგი პატარაშვილი 77 კგ.
რევაზ დავითაძე 85 კგ.
ნოდარ კაკაბაძე 85 კგ.
ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
23 წლამდე ნაკრები:
გოდერძი ბერდელიძე 62 კგ.
გიორგი დოკვაძე 62 კგ.
გოგა ჩხეიძე 69 კგ.
ირაკლი გაბრიჭიძე 77 კგ.
ანტონ პლესნოი 94 კგ.
დავით ხეცურიანი 105 კგ.
გიორგი ჩხეიძე +105 კგ.
ბაქარ თურმანიძე +105 კგ.
ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.