მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა „სამეფო კლუბში“ ედენ აზარის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.
„აზრი არ აქვს გუნდში ისეთი ფეხბურთელის დატოვებას, რომელსაც წასვლა სურს. მონობა დიდი ხანია გადავარდა. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა უნდა „ჩელსის.“ შემდეგ კი მთავარი ფული გახდება. ფეხბურთელი ღიად საუბრობს კლუბის შეცვლის სურვილის შესახებ და „ჩელსის“ მისი დატოვება ძალიან გაუჭირდება. „რეალისთვის“ კი ეს კარგი ამბავია.
ვფიქრობ, აზარი ის მოთამაშეა, რომელიც მესისა და რონალდუს ეპოქის შემდეგ, მსოფლიოში საუკეთესო გახდბა.“ - უთხრა კალდერონმა beIN Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, აზარს არა ერთხელ გამოუთქვამს „რეალში“ თამაშის სურვილი.