„პარი სენ-ჟერმენის“ ლეგენდარულ მეკარე, ჯიჯი ბუფონს მიაჩნია, რომ მისი ჭაბუკი თანაგუნდელი, კილიან მბაპე „ოქროს ბურთის“ მიღების ღირსია.
„მისი ტექნიკის და იმ საოცარი თამაშის გათვალისწინებით, რომელიც მან გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა, ვფიქრობ, „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. ეს უეჭველია. იტალიაში მბაპეს რობერტო ბაჯოს, ალესანდრო დელ პიეროს და ფრანჩესკო ტოტის ადარებენ, მაგრამ, ვფიქრობ, მას განსაკუთრებული ტალანტი და იშვიათი მონაცემები აქვს. ასეთი დღემდე არსად მინახავს.
მბაპე ფენომენია. თუ ასეთივე დაჟინებით გააგრძელებს განვითარებას და ნორმალურად მოიქცევა, მწვერვალზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.“ - უთხრა ბუფონმა Goal.com-ს.