ფეხბურთი

10:26 | 18.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ კონტეს ელაპარაკება

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია კლუბის დღევანდელი მდგომარეობით და გამოსავალს ეძებს. ისინი უკვე დაუკავშირდნენ „ჩელსის’ და „იუვენტუსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს. პირველი შეხვედრა 15 ოქტომბერს გამართულა - წერს Football Italia.

ესპანეთის ჩემპიონატში „რეალს“ უკვე სამი ტურია აღარ გაუმარჯვია და რვა სათამაშო დღის შემდეგ, პრიმერას ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ლიდერ „სევილიას“ კი ორი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის ხულენ ლოპეტეგიმ „რეალი“ წლეულს 15 ივნისს ჩაიბარა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ესპანეთის ნაკრებიდან სკანდალურად გაძევების შემდეგ. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ლოპეტეგისთვის გადამწყვეტი „ბარსელონასთან“ 28 ოქტომბრის მატჩი იქნება.

0.115907