საკალათბურთო ევროლიგის მე-2 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდა და ქართველი მძიმე ფორვარდის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, 80:85 დამარცხდა.
ბასკური კლუბი მატჩის მიმდიანარეობისას 18 ქულითაც კი აგებდა და მართალია, დასკვნითი მეოთხედი 28:18 დაასრულა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.
შენგელია თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25:49 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის ბასკური კლუბის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სტუმრებს კი სერბმა ნიკოლა მილუტინოვმა ულიდერა – 23 ქულა, 11 მოხსნა.
“ბასკონია” თითო მოგება-წაგებით მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 19 ოქტომბერს, მადრიდში, “რეალთან” გამართავს.