ჭიდაობა

23:50 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბერძენ-რომაელთა" შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 2018 წლის პლანეტის პირველობას 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტი უმასპინძლებს, სადაც მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება.

ჩვენი ნაკრები დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში 10-იდან 22 ოქტომბრამდე გაივლის, დღეს კი ნაკრების წევრთა საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და მსოფლიოს შემადგენლობაც იქვე დასახელდა.

ნაკრების შემადგენლობაში შევიდნენ ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები ნუგზარ წურუწმია, დავით ჩხარტიშვილი და იაკობ ქაჯაია, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ლაშა გობაძე და რევაზ ნადარეიშვილი. პლანეტის პირველობაზე დებიუტი ექნებათ თბილისის ბალავაძე-კარზოტიას გრან-პრის გამარჯვებულს გიორგი ხუჭუას, ამავე ტურნირის ვიცე-ჩემპიონ ლაშა მარიამიძეს და საქართველოს ჩემპიონ თორნიკე ძამაშვილს.

საქართველოს ნაკრები:
55 კგ. - ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. - დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ. - ლაშა მარიამიძე (თბილისი)
67 კგ. - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
72 კგ. - გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
77 კგ. - თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
82 კგ. - ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ. - რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
97 კგ. - რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ. - იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები უნგრეთში 23 ოქტომბერს გაემგზავრება, ტურნირში კი 25 ოქტომბრიდან ჩაებმება. საპრიზო სამეულები 26-28 ოქტომბერს შეივსება.

www.wrestling.ge

0.137359