კალათბურთი

22:15 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურის მატჩები

დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურში პირველზე არანაკლებ დაძაბული და საინტერესო მატჩები გაიმართა. გათამაშებაში ახალი 2 გუნდი – “ქუთაისი” და “ბათუმი” ჩაებნენ, რომლებიც პირველ ტურში ისვენებდნენ. მეორე ტურის შემდეგ ლიდერი გამოიკვეთა. თბილისის “დელტა” გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც 2 გამარჯვება დაუგროვდა.

ქუთაისი – მგზავრები 81:74

იმერეთის წარმომაგდგენელი წარმტებით ჩაება დადიანის მემორიალში. ქუთაისელები წინა გათამაშებას ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონ “დინამოსთან” მარცხით გამოეთიშნენ და წელს ტიტულის მოგების ამბიცია გაჩნიათ. იმერული კლუბის მეტოქე “მგზავრები” გახლდათ, რომელმაც გუშინ “ტიტებს” სძლია. ეს შეხვედრაც დაძაბული და თანაბარი გამოდგა, რომლის კვანძიც ბოლო წუთებზე, ქუთაისელთა სასარგებლოდ გაიხსნა. რეგიონის წარმომადგენლებმა “მგზავრებს” 7 ქულის სხვაობით – 81:74 მოუგეს.

“ქუთაისმა” გასული სეზონიდან ორივე ლეგიონერი – დეჟან რაიტი და ჯოონათან ლი შეინარჩუნეს, რაც ამ გუნდისთვის საკმაოდ დიდი პლუსია. ამერიკულმა ტანდემმა კარგად შეისწავლა ქართული სუპერლიგა და მომავალ სეზონში იმერულ კლუბს კიდევ უფრო დაეხმარება. უთაისელებმა დაიმატეს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია და პერსპექტიული ახალგაზრდა დავით ლომიძე. შესაბამისად, დადიანის მემორილზე ყველა მატჩს შესათამაშებლად გამოიყენებენ და თან ტიტულის მოგებასაც ეცებიან, რაც ერთადერთხელ, 2011 წელს აქვთ აღმართული.

შსს აკადემი-ტიტები – კაკტუსი 78:76

დინამო – დელტა 73:84

რუსთავი – ბათუმი 70:56

www.gbf.ge

0.12381