ჩოგბურთი

19:33 | 17.10.2018 | ნანახია NaN - ჯერ

დევიძემ პირველი წრე დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი სალომე დევიძე აშშ-ში, ფლორენსის 25-ათასიან ტურნირში ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.

დევიძე ძირითად ბადეში “უაილდ ქარდის” წყალობით მოხვდა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ტარა მურს 6:3, 6:3 სძლია.
ცნობისთვის, ეს უკანასკნელი მსოფლიო რეიტინგში 452-ე ადგილზე გახლავთ, არადა, შარშან მსოფლიოს 145-ე ჩოგანი იყო.
რაც შეეხება სალომეს, ის კლასიფიკაციაში მხოლოდ 878-ეა. დევიძე ამერიკული ტურნირის მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ შერაზად რეიქსსა და მასპინძელ სოფი ჩანგს შორის უმჯობესს ეთამაშება.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065696
სარეკლამო ადგილი - 99
X x X