ესპანური ლა ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, „ბარსელონას“ შემტევი, ლიონელ მესი თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
სექტემბერში არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რომლებშიც სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩა. თვის განმავლობაში „ბარსელონამ“ ორი შეხვედრა მოიგო, ორი მატჩი ფრედ დაამთავრა და ერთი წააგო.
ჯამში, წლევანდელ სეზონში მესის ანგარიშზე ექვსი გოლი და იოთხი საგოლე გადაცემაა. „ბარსელონა“ კი რვა ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე ადგილზეა და ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „სევილიას.“
მე-9 ტურში, 20 ოქტომბერს, „ბარსელონას“ სწორედ „სევილია“ ეწვევა.