მსოფლიო ნომერ მესამე ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა მწვრთნელი ვინ ფისეტი დაითხოვა, აღნიშნულ ინფორმაციას Tennis Magazin-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თანამშრომლობის დასრულების მთავარი მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა გახლდათ. თავად ანგელიკა მისი თამაშის განვითარებას სხვანაირად ხედავდა, ხოლო ფისეტს კერბერის თამაშის სხვა სტრატეგიით უნდოდა წაეყვანა.
ვინ ფისეტი კერბერთან 2017 წლიდან მუშაობს, მათ ერთად 2018 წელს უიმბლდონი მოიგეს.
ფისეტი ძალიან ცნობილი მწვრთნელია და ის ბევრ წარმატებულ ჩოგბურთელს წვრთნიდა, როგორებიც არიან: კიმ კლაისტერსი, საბინ ლისიცკი, სიმონა ჰალეპი, ვიქტორია აზარენკა, სარა ერანი, პეტრა კვიტოვა, იოჰანა კონტა.