ჩოგბურთი

12:56 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰალეპი სეზონს პირველ ნომრად დაასრულებს

როლან გაროსის გამარჯვებული სიმონა ჰალეპი სეზონს რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულებს, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჰალეპი ისტორიაში გახდა მე-13 ჩოგბურთელი, რომელმაც ორი სეზონი რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.

ჯამში სიმონა რეიტინგის სათავეში 50 კვირაა, რაც უდგას. ყველაზე დიდი ხანი პირველი ნომერი შტეფი გრაფი იყო, რომელიც 377 კვირა იყო პირველი ნომერი. ამ მაჩვენებლით მეორე პოზიციაზე მარტინა ნავრატილოვაა - 332, მესამეზე სერენა უილიამსი - 319.

0.68304