ფეხბურთი

12:23 | 17.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: „კრიშტიანუსთან დღესაც ჩინებული ურთიერთობა მაქვს“

მადრიდის „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა მისი კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„რეალში“ ერთად ექვსი დაუვიწყარი სეზონი გავატარეთ. დავმეგობრდით და ერთმანეთს პატივს ვცემდით. ახლა ის „იუვენტუსშია“ მაგრამ ურთიერთობას ისევ ვინარჩუნებთ. ზოგი ამბობს, თითქოს ერთმანეთს დაემდურნენო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ძველებურად მეგობრებად ვრჩებით.“ - უთხრა მოდრიჩმა France Football-ს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „სამეფო კლუბში“ 2009-18 წლებში თამაშობდა და გასულ ზაფხულს გადავიდა ტურინის „იუვენტუსში.“ მოდრიჩი კი „რეალს“ 2012-ში შეუერთდა.

ბოლო დროს ვრცელდება ხმები, ხორვატს ახალ დამრიგებელ ხულენ ლოპეტეგისთან ვერ აეწყო ურთიერთობა და შესაძლოა, „რეალი“ დატოვოსო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114018