ფეხბურთი

1:36 | 17.10.2018 | ნანახია 3466 - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ეს ყველას დამსახურებაა, თუმცა წინ მნიშვნელოვანი მატჩებია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან (3:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით ეს გამარჯვება საერთო მუშაობის შედეგია.

თუმცა, ვაისი მიიჩნევს, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და დარჩენილი მატჩებიც მოსაგებია:

„ბედნიერი ვარ, ბედნიერია ქართველი ხალხი, ბიჭები, ხელმძღვანელობა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს.

შანსი გვაქვს გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ახლა ჯგუფში მაქსიმალური ქულები უნდა მოვიპოვოთ დარჩენილ ორ მატჩში. ვინაიდან, დივიზიონის გამარჯვებული შესარჩევი ეტაპის მეოთხე კალათაში მოხვდება. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ზოგჯერ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ ჟურნალისტების, გულშემატკივრების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ქართველებს ფეხბურთი ძალიან უყვართ. ჩვენ კი, სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს და წინ მხოლოდ პატარა ნაბიჯი გადავდგით.

ჩაკვეტაძე? - საოცარი პრგორესი აქვს, აქამდე ასეთი არასდროს მინახავს. კარგი იქნება თუ სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც მიბაძავენ. ჩვენ თუ გვეყოლება 10 ჩაკვეტაძე, 10 კანკავა და 10 კაშია, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ნახევარფინალში ითამაშებს. იქამდე, კი სხვა მნიშვნელოვანი თამაშები ელოდება. უახლოესი ზუსტად ერთი თვის თავზე, სტუმრად ანდორასთან.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:02 | 20.10.2018
araza-1918 (6330)

გრიგალავა აიყვანე

13:51 | 21.10.2018
alfadhirhaiti (7530)

ხიზანიშვილი.

15:36 | 17.10.2018
shakooo7 (2507)

ხურცილავა--ჩივაძე-ძოძუაშვილი--სულაქველიძე
-------ქინქლაძე---ყიფიანი--დარასელია------
---გუცაევი-------პაიჭაძე----------მესხი----
ვაის არ გინდა ეს სასტავი მოგცა?



10:33 | 17.10.2018
რაჭა (10043)

მაგას ჯობია - ერთი ყიფიანი, ჩივაძე, სულაქველიძე, დარასელია, შენგელია, ხურცილავა, გუცაევი...და გამოუშვით ვინც გინდათ.
ისე ვაის ორი სრულფასოვანი გუნდის გამოყვანა შეუძლია (ამ მხრივ ჩვენი ნაკრები მოღონიერდა), მაგრამ უმჯობესი იქნება ის გუნდი სადაც ჩაკვეტაძე ითამაშებს...D ლიგის ლომებს წარმატებები.

10:12 | 17.10.2018
lashamax (938)

შეცვლებში ვეთანხმები, ყველას უნდა მისცეთ თამაშის საშუალება, მითუმეტეს რომ ვინც გუშინ ათამაშა არავიზე ნაკლებები არ არიან

09:39 | 17.10.2018
Oto. (4710)

კიდე ერთი ჩაკვეტაძე მარჯვნივ,ორი შოთა არველაძე,ერთი ძირითადში ერთი ზამენაზე,ერთი კანკავა საკმარისია,ორი ანანიძე რომ ერთი მაინც გამოდგეს და საკმარისია

09:38 | 17.10.2018
armenakich13 (577)

ფაქტიურად ჯგუფიდან გასულები ვართ და არაა საჭირო რო დარჩენილ 2 მატჩში ყველა ვათამაშოთ რადგან შეიძლება რომელიმე ან დაიტრავმოს ან დისკვალიფიკაცია მიიღოს...თან ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად ძალიან კარგი შანსია...
ყაზახეთთან ჩემი აზრით ამ შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ : კვასხვაძე, ქიმაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, მჭედლიშვილი, აბურჯანია,გვილია,პაპუნა,ჯიღაური,ზარანდია, სხირტლაძე
ანდორასთან კი : კუპატაძე,შერგელაშვილი, ტაბიძე,დვალი, კვეკვესკირი, გვილია,ლობჟანიძე,ხარაიშვილი,კიტეიშვილი, ჭანტურიშვილ, ზივზივაძე.

ნუ ეს შემადგენლობები იმიტო ვთქვი რო როგორც ზემოთ ავღნიშნე არ ღირს გარისკვად და ყველას დაყენებად და თან მაგ: დაცვაში მაქსიმუმ 2 წელი გაქაჩოს კაშიამ და მერე უკვე ხოჭოლავა კვირკველიას დუეტი იქნება და დროა შეეგუონ ერთმანეთს, მარცხნივ ნავალა უალტერნატივოა მაგრამ ასაკშია და დროა მის პოზიციაზე გამოიცადოს ხალხი და ქიმაძე და შერგელა კაი ვარიანტები მგონია, კაკაბაძეც უალტერნატივოა და მჭედლიშვილს ერთი შანსი უნდა მიეცეს და ასევე ძალიანმაინტერესებს კვეკვესკირი დაცვის მარჯვენა ფლანგზე, ვფიქრობ უნდა გამოსცაოდოს ვაისმა ის ამ პოზიციაზე იმის გათვალისწინებით რო თითონ კვეკვესკირის პოზიციაზე დიდი კონკურენციააა ხოლო მარჯვენა დაცვაში კი მხოლოდ კაკაბაძის იმედად ვართ, ნუ წინა ხაზში კი დიდი არჩევანი გვაქვს და კარგი იქნებოდა არაბიძეს ისეთები არ გაეკეთებინა თორემ მინიმუმ ანდორასთან ძირითადში იქნებოდა...

03:12 | 17.10.2018
dinamo222 (8587)

5-5 კვირკბელია ანანიძე ყაზაიშვილი და და კაკაბაძეც დაუმატოს და 50 კაცით საფრანგეთს და ბრაზილიასაც მოვუგებთ DD

02:34 | 17.10.2018
zanzibari (457)

10 chakvetadze 10 kankava kide gasagebia magram 10 kashia ragha sachiroa? (cotas v...b)

02:17 | 17.10.2018
antaress90 (1224)

მართალია ყველაფერში

0.123404