ფეხბურთი

21:52 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის ბინძური თამაში სტერლინგის წინააღმდეგ (+VIDEO)

სერხიო რამოსი ისევ ყურადღების ცენტრშია. მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა ამჯერად ტრავმის განზრახ მიყენება ინგლისელ რაჰიმ სტერლინგზე სცადა.

ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩის 55-ე წუთზე, რამოსი საჯარიმოში დაცემულ ინგლისელთან უწყინარ სიტუაციაში მიდის და ფეხზე ეხება. ეპიზოდიდან შორს იყო მთავარი მსაჯი შიმონ მარჩინაკი და ასისტენტებსაც ეპიზოდი გამოეპარათ. ვინაიდან ერთა ლიგაზე ვიდერორეფერის სისტემა არაა, ესპანელს ბინძური თამაში შერჩა.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი ალბიონელებმა 3:2 მოიგეს, ხოლო მსაჯის მეშვიდე დამატებულ წუთზე გოლი რამოსმაც გაიტანა.

0.124375