38 წლის თავისუფალმა აგენტმა ჯამალ კროუფორდმა ერთწლიანი კონტრაქტი "ფინიქს სანსთან" გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კროუფორდი კონტრაქტის თანახმად 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ჯამალისთვის კარიერაში ნბა-ს მე-20 სეზონი დაიწყება, რაც საოცარი შედეგია.
კროუფორდი კარიერის განმავლობაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 15 ქულას, 3.4 პასს და 2.4 მოხსნას აგროვებდა.