ფეხბურთი

23:32 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ივანოვიჩის ტრანსფერს განიხილავს

კატალონიის „ბარსელონას“ ზამთარში ცენტრალური მცველის დამატება სურს. როგორც Mundo Deportivo წერს, „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი სამიზნე სერბი მცველი ბრანისლავ ივანოვიჩია.

„ბარსას“ სამუელ უმტიტი და ტომას ვერმაელენი ტრავმირებული ჰყავს, რის გამოც ცენტრალური მცველის გაფორმების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა. ესპანური მხარე იმედოვნებს, რომ „ზენიტის“ ფეხბურთელის დაყოლიებას და „კამპ ნოუზე“ 6-თვიანი იჯარით გადაბირებას მოახერხებენ.

ივანოვიჩის გარდა, კანდიდატთა შორის სახელდებიან „ხეტაფეს“ მცველი ჯენე დაკონამი და „ბილბაოს“ წვერი უნაი ნუნიესი.

გრძელვადიან პერსპექტივაში „ბარსელონას“ სამიზნე „აიაქსის“ კაპიტანი მატიის დე ლიგტია, მაგრამ „ბლაუგრანაში“ იციან, რომ ჰოლანდიელის გადაბირება ზამთარში შეუძლებელია და ამიტომ, დროებით სხვა ვარიანტზე მუშაობენ.

0.11802