ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 867 766 დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა.
კალაშნიკოვა და ჰოლანდიელი დემი შუურსი “კრემლის თასზე” მე-4 განთესვით წარსდგნენ და მერვედფინალში ბრიტანელ ჰარიეტ დარტთანა და რუს ანასტასია პოტაპოვასთან 4:6, 4:6 დამარცხდნენ.