კალათბურთი

13:52 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადის მეოთხედფინალში საქართველო არგენტინას დაუპირისპირდება

დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პლეი ოფში იასპარეზებს. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ოლიმპიადის 3×3 საკალათბურთო ტურნირის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც ლუკა მაზიაშვილი, ოთო პერტაია, ლაშა მიქელაძე და ზურაბ ჟღენტი იცავენ, მასპინძელ არგენტინას შეხვდება. არგენტინელებს საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავთ და მათ ჯგუფში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად საკმაოდ მძლავრი ესტონეთი ჩატოვეს.

საქართველოსა და არგენტინის მატჩი დღევანდელი დღის ბოლო მეოთხედფინალია. ჩვენამდე ოლიმპიადის პლეი ოფში ეს წყვილები ითამაშებენ:

სლოვენია – რუსეთი 19:50
უკრაინა – იტალია 20:15
ბელგია – ბრაზილია 22:30
(მითითებულია თბილისის დრო)
საქართველოსა და არგენტინის მატჩი თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.

ყველა მეოთხედფინალის პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის წარმოდგენილ ინტერნეტ-არხზე:

https://www.olympicchannel.com/en/sports/basketball-3×3/

www.gbf.ge

0.115529