ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პოლ ინსი ჟურნალისტებს პრემიერლიგის ახალ სეზონზე, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელ პოლ პოგბასა და „ლივერპულის“ შემტევ მოჰამედ სალაჰზე ესაუბრა.
„დიახ, შესაძლოა, სალაჰი სეზონის დასაწყიში ვერ ბრწყინავს, მაგრამ ის მაინც გამორჩეული მოთამაშეა. ასე ადვილად ვერ ამოაგდებენ შემადგენლობიდან. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მისი შეთამაშება ფირმინოსთან და მანესთან. გასული სეზონის ბოლოს ეგვიპტელმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა, მზად არ იყო მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ.
პოგბამ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მშვენიერი მუნდიალი ჩაატარა. თუმცა „მანჩესტერში“ ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს და ესეც შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატთან იყოს დაკავშირებული. მითამაშია ასეთ ტურნირებზე და ვიცი რაოდენი ენერგია მიაქვს, როგორ ღლის მოთამაშეებს.
ასე რომ, მათი ჯერჯერობით უსახური თამაში, გადაღლილობის ბრალი მგინია.“ - უთხრა ინსმა 101 Great Goals-ს.