ფეხბურთი

12:35 | 16.10.2018 | ნანახია 529 - ჯერ

სადიო მანემ თითი მოიტეხა

„ლივერპულის“ შემტევი სადიო მანე ორშაბათ დილით საავადმყოფოში მოხვდა. მიზეზი: თავდამსხმელმა სენეგალის ნაკრების ვარჯიშზე მარცხენა ხელის თითი მოიტეხა.

ამიდაკვალად, „წითლების“ დამრიგებელ იურგენ კლოპს თავისტკივილი მოემატა. ჯერ იყო და მოჰამედ სალაჰი დაბრუნდა ეგვიპტის ნაკრებიდან კუნთის ტრავმით. შემდეგ ვირჯილ ვან დეიკი გამოუშვეს ჰოლანდიის ეროვნული გუნდიდან ნეკნის ტრავმის მიზეზით. ახლ მათ მანეც დაემატა.

უახლოესი მატჩი „ლივერპულს“ 20 ოქტომბერს უწევს სტუმრად „ჰადერსფილდთან.“


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:18 | 16.10.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ხოო რა, სულ მარცხენა ხელის ცერა თითით გააქვს ხოლმე გოლები მანეს.
მართლაც გადაუჭრელი პრობლემაა

0.118223