პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა, ნეიმარმა არგენტინის ეროვნულ გუნდთან დღევანდელი ამხანაგური მატჩის წინ, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოწინააღმდეგის შემადგენლობაში ლეო მესის არყოფნა კარგი საჩუქარია მათთვის: “ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის მესის არყოფნა ცუდი ამბავია. ჩვენთვის კი საჩუქარი.
თუმცა, არგენტინის ნაკრები მესის გარეშეც ძალიან ძლიერია. მათ ჰყავთ დიბალა, რომლის სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. რთული შეხვედრა გველის. ფავორიტი კი არავინაა.“
დღევანდელი თამაში თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.