ფეხბურთი

19:10 | 15.10.2018 | ნანახია 2220 - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: "საქართველო სწრაფი გუნდია და კონტრშეტევებზე სახიფათოა"

ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიქსუ პაატელაინენი საქართველოსთან მატჩის წინ საუბრობს. ფინელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ფავორიტია და ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში შემთხვევით არ მოუგია.

მიუხედავად ამისა, პაატელაინენი ლატვიელ ქომაგს გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

„ყველა თამაშში მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. საქართველომ ტურნირი ძალიან კარგად დაიწყო და სამივე შეხვედრა მოიგო. გააკეთა ის, რასაც ბევრი ელოდა. რთული თამაში იქნება და დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. თუმცა, საგოლე მომენტებიც უნდა შევქმნათ.

დარჩენილ სამ თამაშში მაქსიმამუმისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ყველა მატჩი ვერ მოვიგოთ, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ყოველი თამაშის წინ ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ იმდენად დაიხარჯონ, რომ ლატვიაში იამაყონ. ჩემთვის მთავარია, მოედანზე ბოლომდე დახარჯვა.

საბალა და ისაევსი გუნდთან ერთად არიან და ითამაშებენ. გინტ ფრეიმანისი კი სახლში დაბრუნდა, რადგან ტრავმირებულია. დევის იკაუნიკსი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ამავდროულად გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში კარგად თამაშობენ. გადაწყვეტილება რთული მისაღები იქნება, ვინ ითამაშებს და ვინ - არა.

საქართველოსთან ჩვენი შეტევა ძალიან შეზღუდული იყო, მაგრამ რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შევქმენით. ახლაც, მეტოქე ფავორიტია, თუმცა ვეცდებით, რომ თავდასხმაში ჩვენი იდეები განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსი იყოს და კონტრშეტევები არ მივიღოთ, რადგან საქართველო სწრაფი გუნდია და ამ კომპონენტში საფრთხის შექმნა შეუძლია.

ანანიძეს ტრავმა ჰქონდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში. თუმცა, საქართველოს მის გარდა ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და შესაბამისად, მათი თამაშის ხარისხი არ შეიცვლება. ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ სატამაშო სტილი იგივე რჩება. ჩვენ კი გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომ დადებითი შედეგებამდე მივიდეთ.

გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელები პოზიტიურად არიან განწყობილნი. ვმუშაობთ ყველაფერზე, ვმუშაობთ, რომ გავაუმჯობესოთ თამაში დაცვაში, თავდასხმაში. ვეძებთ უკეთესს, წინა თამაშთან შედარებით. საქართველო კი ყაზახეთზე სწრაფი გუნდია“, - განაცხადა პაატელაინენმა.

შეგახსენებთ, ლატვიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ იგეგმება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:45 | 15.10.2018
იკა..იუვე..10 (4132)

ლატვიაში უფრო გაგვიადვილდება თამაში.. არამგონია თავის მოედანზე 11 კაცი დაცვაში ჩადგეს და გახსნილი თამაში წავა.. სადაც საქართველო რო ჯობია რაზეა საუბარი

20:59 | 15.10.2018
Mateus (: (356)

ამ კაცის თვალებზე ისე დამაიზმენა კორბენ დალასმა, რომ მაღელვებს მაინცდამაინც ამ თამაშზე არ იქონიოს გავლენა.

20:23 | 15.10.2018
mjgiri (8951)

იმედი მაქვს,რომ მომდევნო შეხვედრაზე,ვასი სამ მცველს გამოიყვანს.ასევე,საჭიროა მეტი ვარიატიულობა შეტევაში.ვაისს აშკარად არ აქვს დამუშავებული დიდი რაოდენობით კომბინაციები მჭიდრო დაცვის გასარღვევად,ძირითადი გათვლა ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურ თვისებებზეა.ერთადერთი "ხაფანგი"ესე ვთქვათ,რომელიც მე მახსენდება ანდორასთან თამაშიდან,იყო ერთ ფლანგზე აქცენტეს გადატანა,სადაც ხდებოდა შემტევი ფეხბურთელების მაქსიმალური კონცენტრირება,როდასაც მათ გადაჰყავდათ იმავე ფლანგზე საკუთარი მესვეურები,და ბურთის სწრაფი გადატანა მეორეზე,გრძელი პასის მეშვეობით,ზონაში,რომლებიც მცველებისგან თავისუფალი ხდება.მაგალითისთვის ესე შეიქმნა ეპიზოდი,როდესაც ნავალოვსკი ურტყამდა კარში და საკმაოდ სახიფათოდაც.
მე არ ვამტყუნებ ვაისს,როდესაც იგი აკეთებს გათვლას ფეხბურთელების ინდივიდუალურ თვისებებზე,იგივე ვენგერი ესე აწყობდა მთელი კარიერა შეტავას,მაგრამ ჩემთვის გაუგებარია,როდესაც დღეისთვის ნაკრების საუკეთესო შემტევი ფეხბურთელი (ჩაკვეტაძე,და ალბათ,ამაში ბევრი დამეთანხმება)გამოკეტილია კიდესთან+იმ ფლანგზე,რომელიც მისთვის არაა ჩვეული,მაქსიმალური მეთვალყურეობის ქვეშ...აუტის ხაზი საუკეთესო მცველია,არ არსებობს ფეხბურთელი,რომელიც მას გაივლის...არ მიმაჩნია სწორად,ჩაკვეტაძის ფლანგზე გამოკეტვა,გაცილებიტ უფრო მართებულია,იგივე ფლანგზე,ზარანდიას გამოშვება.ეს ფეხბურთელი,უკეთეს დრიბლინგს ფლობს,რაც მოცემულ სიტუაციაში უფრო მნიშვნელოვანია.

20:35 | 15.10.2018
mjgiri (8951)

და კვეკვესკირსაც უნდა შევეხო: ესეთი უაზრო ქმედებები,საკურთარ ნახევარზე,მითუმეტეს საჯარიმოს მისადგომებთან არ შეიძლება.უაზრო ფინტები,არსწორი გადაცემები საკუთარ ნახევარზე.კონტრშეტევაზე კარგად მოთამაშე გუნდი,კვეკვესკირის შეცდმებისგან მინიმუმ ორ გოლს მაინც გაგვიტანდა.კი,კვეკვესკირი ასრულებს თამშში 2-3 ძალიან "გადმწყვეტ გადაცემას",მაგრამ ზედმეტად არასტაბილურია საკუთარ ნახევარზე.ესე საყრდენი ნახევარმცველი არ უნდა თამაშობდეს

20:36 | 15.10.2018
mjgiri (8951)

ძალიან არ უნდა დამეწერა

20:18 | 15.10.2018
დევიღუპეთ (514)

ეს ვინ ჩემი კოტოშიკოგუა?

20:44 | 15.10.2018
Sport With pleasure (4571)

)) ამინიშიკია

19:51 | 15.10.2018
alfadhirhaiti (7530)

მინიმუმ ორ ბურთიანი სხვაობით მოგება გვჭირდება.

19:26 | 15.10.2018
mjgiri (8951)

ჩემი აზრით,ვაისი ზედმეტად ფრთხილი მწვრთნელია.მაგრამ,ხვალ თუ მოიგო,ცუდს არაფერს ვიტყვი შემდეგ ზაფხულამდე

19:48 | 15.10.2018
lagashi (6738)

ისეთი ამაზრზენი გზა გვაქვს გავლილი და იმხელა ღრმად ვართ ჭაობში რომ სადღაცას მომწონს ვაისის სიფრთხილე, ოღონდაც წამოვიწიოთ ამ ფსკერიდან და დაე იყოს ეს კუს ნაბიჯებით პირდაპირ, ტრადიციული შესარჩევი ციკლით რომ დაგვეწყო ალბათ ისევ "ის" ვიქნებოდით რაც გასულ შესარჩევში ვიყავით და ხალხიც უკმაყოფილო იქნებოდა, მაგრამ ეს ერთა ლიგა ერთგვარი შანსია ხასიათი გამოგვიკეთოს, ბიჭებს მოგების რწმენა მიეცეთ და დაიხვეწონ, რახანც ამ ყველაფრის შესაძლებლობა ჯერჯერობით რეალიზდება ძალიანაც კმაყოფილი ვარ.

20:18 | 15.10.2018
ogafa (10211)

+

19:16 | 15.10.2018
Sport With pleasure (4571)

კიდევ ერთი ტრაწიანები - - ანდორას და ყაზახეთს ვერ მოუგეს და იმედია ბიჭებო იმდენი მაინც გვაქ შერჩენილი, ჩვენ არ მოგვიგოს

19:16 | 15.10.2018
mjgiri (8951)

არსებობს შანსი,რომ ყველა მატჩი ვერ მოვიგოთო
დაცვაში ყურადღებით ვიყოთო როცა ამბობ,ნიშნავს,რომ 10 კაცით ჩაჯდებიან ბურთის ხაზის უკან,როგორც ყოველთვის

0.128234