სხვა

18:55 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ერთობლივ განაცხადს განიხილავენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციების დღევანდელი შეხვედრისას ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად განიხილეს ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში გაერთიანებული გუნდით მონაწილეობა; ასევე იმსჯელეს 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობისთვის ერთობლივი განაცხადის გაკეთების თაობაზე.

სექტემბერში სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მუნ ჩჟე ინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრისას სხვადასხვა საკითხებზე მნიშნელოვან შეთანხმებებს მიაღწიეს, მათ შორის - ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის ისტორიული განაცხადის გაკეთებაზე.

სპორტის კორეელ მოხელეთა დღევანდელი განცხადებით, 2032 წლის თამაშებთან დაკავშირებით შემდგომ განხილვას თვის ბოლოს უნდა ველოდოთ. ასევე განიხილავენ 2020 წლის ტოკიოს თამაშებზე ორი კორეის გაერთიანებული გუნდის ერთად გამოსვლის შესაძლებლობას.

2032 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლაში ასევე შესაძლოა ჩაერთოს ინდონეზია, ჩინეთი და ავსტრალია.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121874