ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა რუსეთში იმყოფება და მიმდინარე კვირაში ძალებს მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 867 766 დოლარი) მოსინჯავს.
კალაშნიკოვა და ჰოლანდიელი დემი შუურსი “კრემლის თასზე” მე-4 ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში ბრიტანულ-რუსულ დუეტს (დარტი-პორაპოვა) ეთამაშებიან.