ფეხბურთი

16:52 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მანჯუკიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ მარიო მანჯუკიჩთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრისთვის ხორვატი შეუცვლელ ფეხბურთელთა კატეგორიაში შედის და ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების საკითხი.

მანჯუკიჩს „იუვესთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ შეთანხმების შემთხვევაში 2021 წლის 30 ივნისამდე მოუწევს ტურინში დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მარიო 2015 წელს „ატლეტიკოდან“ 21 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ხორვატმა შემტევმა 9 თამაში ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115322