ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ ევროპის საკლუბო ტურნირებში დასრულდა საკვალიფიკაციო შეხვედრები და 17 ოქტომბრიდან ჯგუფური ეტაპით სტარტს იღებს რეგულარული ჩემპიონატები. კონტინენტის საერთაშორისო საკალათბურთო აქტივობას არ აკლდებიან ქართველი მსაჯ-კომისრები. არბიტრ მაკა კუპატაძესა და კომისარ მერაბ რატიშვილს ფიბა-მ მატჩების მოსამსახურებლად ოქტომბრის თვეში შემდეგი გრაფიკი შეუდგინა:
მაკა კუპატაძე (მსაჯი)
24 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი):
გალათასარაი (თურქეთი) – ნიკი ლეფკადა (საბერძნეთი)
25 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. სტამბოლი (თურქეთი):
ბეშიქთაში (თურქეთი) – ცმოკი (მინსკი, ბელარუსი)
1 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. ეკატერინბურგი (რუსეთი):
უგმკ ეკატერინბურგი (რუსეთი) – პოლკოვიცე (პოლონეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
17 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. საქარია (თურქეთი):
საქარია (თურქეთი) – ლეიდენი (ნიდერლანდები)
24 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. ვიდნოე (რუსეთი):
სპარტა ვიდნოე (რუსეთი) – სოდერტელიე (შვედეთი)
25 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. მოსკოვი (რუსეთი):
მბა მოსკოვი (რუსეთი) – ენერგა ტორუნი (პოლონეთი)
www.gbf.ge