სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:21 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი გატუზოს სათამაშო სტილს უწუნებს

იტალიური „მილანის“ ექსპრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ფეხბურთს მოკრძალებულ „მონცაში“ დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, წარსულს ვერ ივიწყებს და „როსონერის“ შესახებაც გამოთქვამ შეხედულებებს.

ბერლუსკონი ჯენარო გატუზოს სათამაშო სტილს უწუნებს და ამბობს, რომ „მილანი“ მუდმივად ორი თავდამსხმელით უნდა თამაშობდეს:

„მილანის“ თამაშებს ტელევიზორში მუდმივად ვუყურებ, მაგრამ სათამაშო სტილის გამო იმედგაცრუებული ვარ. „მილანი“ ყოველთვის ორი თავდამსხმელით უნდა თამაშობდეს და არ მესმის, ასე რატომ არააა. წარსულში საკი, კაპელო და ანჩელოტი ყოველთვის ორი ფორვარდით თამაშობდნენ, მაგრამ მომქედი მწვრთნელი ამას არ აკეთებს.

გონსალო გოლეადორია, კუტრონე შესანიშნავი თავდამსხმელია. იგუაინის დამატებით „მილანმა“ დიდებული ფეხბურთელი შეიძინა, მაგრამ მასთან ერთად თავდასხმაში კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს“, - თქვა სილვიომ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111319