ფეხბურთი

2:21 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლატვიაში 23 ფეხბურთელით

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიასთან მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნები“ რიგაში დღეს დილით გაფრინდებიან.

ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო შემადგენლობას 1 ფეხბურთელი დამატებოდა, მაგრამ სლოვაკმა გადაიფიქრა. შედეგად, ლატვიაში 23 ფეხბურთელი მოემგზავრება.

გუნდს ვერ გაჰყვება თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა და წინასწარი ვარაუდით, 2 კვირა იუქმებს.

აქვე შემადგენლობაც:

მეკარეები: გიორგი ლორია (უკლუბოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები D დივიზიონის პირველ ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო ლატვიასთან შეხვედრა 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ აწარმოებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111986