ერთა ლიგის გათამაშება გრძელდება და ამასობაში D დივიზიონის მესამე ჯგუფში მეოთხე ტურის მატჩები შედგა.
ყველაფერმა საქართველოს წისქვილზე დაასხა წყალი - კოსოვომაც დაკარგა ქულები და აზერბაიჯანმაც. ეს კი ჩვენთვის ხელსაყრელია, რადგან ნახევარფინალში საუკეთესო შედეგით გავიდეთ.
აზერბაიჯანმა ბაქოში მალტას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ სამი ქულა ჰქონდა დაგეგმილი, მიზანს ვერ მიაღწია. ეგ კი არა, მალტამ ტაიმი მოიგო კიდეც, მაგრამ ბოლომდე ვერ შეინარჩუნა სასურველი ანგარიში.
იგივე ანგარიში დაფიქსირდა მეორე შეხვედრაშიც. ფარერებთან კოსოვოს ნაკრები მილოტ რაშიცას გოლით მალევე დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა გაათანაბრეს და არ წააგეს ლიდერთან.
შედეგად, მესამე ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ სიტუაცია უცვლელია: კოსოვო 8 ქულით ლიდერია, აზერბაიჯანს 6 ქულა აქვს, ფარერებს 4, ხოლო მალტას - 2.
მომდევნო ტურში 17 ნოემბერს, მალტა კოსოვოს, აზერბაიჯანი კი ფარერებს უმასპინძლებს.
აზერბაიჯანი - მალტა 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 მუსკატი (37), 1:1 აბდულაიევი (53)
ფარერები - კოსოვო 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 რაშიცა (9), 1:1 იონსენი (50)