„მილანის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, პაოლო მალდინიმ განაცხდა, რომ კლუბი მხარს უჭერს და ენდობა მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს. „გატუზო არა მხოლოდ რკინის ხასიათის კაცია. ის იზრდება როგორც მწვრთნელი. ძალიან მოუმატა ტაქტიკურ-ტექნიკურ ასპექტშიც. ჩვენ გვჯერა მისი.
ჯენაროს ეყო გამბედაობა „მილანის“ მწვრთნელი გამხდარიყო. ერთი ძალიან კარგი თვისებაც აქვს, მოსმენა შეუძლია.“ - უთხრა მალდინიმ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მაციოს ოფიციალურ ვებგვერდს.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ წლევანდელი სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. მერვე ტურის შემდეგ სერია A-ში მე-10 ადგილზეა. მილანელებმა თითქოს გატუზოს შემცვლელის ძებნაც დაიწყეს. ანტონიო კონტესაც ახსენებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, დროს კიდევ მისცემენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გატუზო მევასება რა
რომ შეხედავ ანტიფეხბურთელია და რა მაგარი იყო
მწვრთნელი ხო საერთოდ, არ უხდება 