ჩოგბურთი

15:31 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა კარიერაში 72-ე ტურნირი მოიგო

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 32-ე მასტერსის და ჯამში 72-ე ტურნირი მოიგო.

ნოლემ შანხაის მასტერსის ფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩი 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 37 წუთს გაგრძელდა.

ნოვაკმა ორივე სეტში თითო-თითო უპასუხო ბრეიკი შეასრულა. ჯოკოვიჩმა 9 შესაძლებლობიდან ორი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ჩორიჩს ერთი შანსი მიეცა და ისიც ვერ გამოიყენა. სერბმა ხორვატი კარიერაში მესამედ დაამარცხა.

აღსანიშნვია, რომ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მე-18 შეხვედრა და მესამე ტურნირი მოიგო.

მოგებული მასტერსის ტურნირების რაოდენობით ჯოკოვიჩს მხოლოდ რაფაელ ნადალი უსწრებს, რომელსაც 33 მასტერსის ტურნირი აქვს მოგებული. ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე როჯერ ფედერერია - 27 ტიტულით.

ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 1 360 650 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113642