კალათბურთი

15:50 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფერსონმა კარიერა დაასრულა

38 წლის ფორვარდმა რიჩარდ ჯეფერსონმა კარიერა დაასრულა, აღნიშნული ინფორმაცია თავად კალათბურთელმა გაავრცელა.

ჯეფერსონმა ნბა-ში 17 სეზონი ჩაატარა. ის „ნიუ ჯერსში“, „მილოუკში“, „სან ანტონიოში“, „გოლდენ სტეიტში“, „იუტაში“, „დალასში“, „კლივლენდში“ და ბოლოს „დენვერში“ თამაშობდა.

ჯეფერსონმა ნბა-ს მოგება ერთხელ 2016 წელს „კლივლენდთან“ ერთად მოახერხა.

კარიერაში, რეგულარულ სეზონში, 1181 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 12.6 ქულას, 4 მოხსნას და 2 ქულას აგროვებდა.

0.110384