ჩოგბურთი

12:18 | 14.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 867 766 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

კრემლის თასის 2018 წლის გათამაშების კვალიფიკაციაში გორგოძე რუს ირინა ხრომაჩევას გაეჯიბრა და 6:7 (2:7), 3:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111683